ათენში მიმდინარე “აკროპოლისის” თასზე საქართველო კალათბურთის ნაკრები დღეს იტალიას შეხვდება. მატჩი, 19:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ სერბეთის ნაკრები დაამარცხა. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია. გუშინ გვიან საღამოს დასრულებულ ტურნირის მეორე მატჩში საბერძნეთმა იტალია 73:70 დაამარცხა, რითაც საქართველო 1 ტურით ადრე ყველასთვის მიუწვდომელი გახდა.
დღესვე დღის მეორე შეხვედრაში საბერძნეთი სერბეთს შეხვდება. ამ ორივე გუნდთან ქართველებს მოგებული აქვთ და აქედან გამომდინარე, ილიას ზუროსის გუნდი კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდება.