13-14 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლემ ახალგაზრდულ პირველობას უმასპინძლა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
ჩემპიონ-პრიზიორები ათივე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს პირველობის შედეგების გათვალისწინებით, დაკომპლექტდება ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება 3-9 ივნისს, ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში.
პრიზიორთა შორის ლანჩხუთელი გიორგი შოთაძეც მოხვდა. ის 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა.