რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრა ევრობასკეტზე B ჯგუფში იტალიასთან.
პირველი ტაიმი ქართველებმა ანგარიშით 30:38 წააგო.
მეორე ტაიმში ზუროსის გაწვთნილებმა მდგომარეობა შემოაბრუნეს და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67.
თუმცა საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა.
ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.