სააგენტო ipn-ის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც სააგენტო იუწყება, აღნიშნულ იფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
1 აპრილამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შეამდგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარებოდა.