„ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევაა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში”,_ ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი,დავით ზალკალიანი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში ელჩს დაბარებენ და განმარტებებს მოსთხოვენ.
„ელჩს დავიბარებთ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს“, – განაცხდა ზალკალიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მამიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოს განადგურების ყურებას შორიდან არ აპირებს.