საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა იზრდება.
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გახორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554 ათასით განისაზღვრა, რაც 28.8% – ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორების 42.7 % ქალაქ თბილისის მცხოვრებია, 12.3 % ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის, 10.9 % – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი აქტივობით ხასიათდება.