Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.