გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. შსს-ს პროექტის მიხედვით სააგენტო კანაფის ლეგალურ ბრუნვას, ლიცენზირებას, სამართალდარღვევების პრევენციას დაარეგულირებს და პასუხისმგებელი იქნება ასევე კანაფის შესახებ საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიაზე.
სააგენტო პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო იქნება და ის ყოველწლიურად, თებერვალში საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს წარუდგენს.
უკვე ცნობილია, რომ კანაფის კონტროლის სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სიმბოლოები.