საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 599-მდე გაიზარდა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 69 681-ს შეადგენს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 169-მდე გაიზარდა.



































































