საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 კი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 259 228, გარდაიცვალა 3 377 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 848. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.