საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 599-მდე გაიზარდა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 69 681-ს შეადგენს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 169-მდე გაიზარდა.




































































