ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„დილით ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტებიც, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული.კვლავ ტარდება კვლევა და ხვალ დილით მოგახსენებთ “ , – განაცხადა ეზუგბაიამ.