10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის ინფიცირებულია – 1 250 ადამიანი; გამოჯანმრთელებულია – 1 010; მათ შორის გარდაცვლილია – 17. კარანტინის რეჟიმში რჩება – 7 068; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.