ვებგვერდ StopCov-ზე განახლებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინფიცირების შედეგად უკვე 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
სულ ქვეყანაში ინფიცირების 12841 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 102 ადამიანი გარდაიცვალა, 6867 კი გამოჯანმრთელდა.