თბილისიდან 56კმ-ში, ქალაქ დმანისის – ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:24 საათზე დაფიქსირდა.