საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრა დაახლოებით, 12:29 საათზე მოხდა და ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით 11 კმ-ში, სოფელ სოღუთლოსთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.