გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 7–10 აგვისტოს შესაძლებელია 40-41 გრადუსს მიაღწიოს.
სინოპტიკოსთა ცნობით, დასავლეთ საქართველოში 7–8 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.