საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პენსიასა და სოციალურ პაკეტებს 898 113 ადამიანი იღებს. მათ შორის, 732 067 ასაკით პენსიონერია, 166 046 ადამიანი კი სოციალური პაკეტებით სარგებლობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
სოციალური პაკეტის მიმღები ადამიანებიდან 125 064 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, 23 642 მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, 343 პოლიტრეპრესირებული, 9 885 სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6,2%-ით გაიზარდა. 2018 წლის აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 26 427 ადამიანით გაიზარდა.