მეცნიერებმა ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლის წინ არსებულ ტრადიციებზე საუბრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, საქართველოს 2 ადგილას აღმოჩენილია ღვინის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც 8 000 წელს ითვლის.
როგორც ცნობილია, ქვევრის ფრაგმენტები საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით, გადაჭრილის გორასა და შულავერის გორაში აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის ფრაგმენტებზე გამოსახულია ყურძენი და კაცია გამოსახული, რომელიც ცეკვავს.
ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარის შტეფენ ბატიუკის თქმით, შესაძლოა ადრე ღვინო სავარაუდოდ ქვევრის მეთოდით მზადდებოდა.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის მაგალითი ევრაზიაში ველური ვაზის მოშინაურების, რომელიც ღვინის საწარმოებლად გამოიყენება. როგორც ვიცით, დასავლეთში ღვინო ცენტრალური ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ასევე წამლად გამოიყენება და ასევე სამზარეულოში მოიხმარენ. გარდა ამისა, ღვინოზე აქცენტს რელიგიური მიმდევრობებიც აკეთებენ“, _ ამბობს ბატიუკი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადრე ნაპოვნი ღვინის ჭურჭელი, რომელიც 7 000 წელს ითვლის ირანში იყო აღმოჩენილი.
როგორც ცნობილია, საქართველოში აღმოჩენილი ქვევრების ფრაგმენტები ქრისტეს შობამდე 5,980 წლით თარიღდება.