„გასული დღეების განმავლობაში, გვესმოდა ბევრი საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, ვაქცინაციისთვის, რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ეს გამოწვეული იყო ერთადერთი მიზეზით – ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა“,_ აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე.
„გადავწყვიტეთ, რეგისტრაციისთვის დაემატოს საიტები და შემდეგი დღეების განმავლობაში, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, დარეგისტრირდნენ ისევ 14 აპრილის ფარგლებში. დღეს დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი. აქედან, 10 ათასზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ამცრელ დაწესებულებებში დაემატება ამცრელთა ჯგუფები და მათი სამუშაო საათები გაიზრდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.