Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საბანაძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირის კომისიაში 20 დეკემბრის ანგარიშს განიხილავენ, თუმცა ეს საქართველოს არ ეხება.
„მიმდინარეობს რუტინული განხილვა, არაფერი ამაში საგანგებო და არაგეგმური არ არის. საუბარია კომისიის ანგარიშზე, მთელ რიგ ქვეყნებთან როგორ მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, სიმართლე არ არის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება.
ამის ალბათობა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ზოგადად, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები“, – აცხადებს ნატალია საბანაძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved