საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილესთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩავა.
როგორც ცნობილი ხდება, ლომჯარია დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახს, ადგილობრივ პედაგოგებს და ქალთა საბჭოს, ასევე უხუცესთა საბჭოს შეხვდება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დუისის მეჩეთში შეხვდება.