,,კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში“ – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს მიერ პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე წერს.
მისი თქმით უნდა აიკრძალოს და ამისთვის შესაბამისი ბერკეტებიც არსებობს კი არსებობს.
“ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.
ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.
კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:
ა. პრეზიდენტს; ბ. მთავრობას; გ. 30 დეპუტატს;
ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.
რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად” – წერს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, დღეს 20 ნოემბერს, ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. ახლადდაფუძნებულმა პარტიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარტნიორული და მოკავშირული ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან.