ბახმაროში, სატყეოს ქუჩაზე სახლს მეხი დაეცა და ცეცხლი მოედო.
კურორტზე ამ დრომდე ელოდებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადას.
“სახანძრო არაა და არაფერი, დეიწობოდა, აბა რას იზამდა”, თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას კურორტზე მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს დაბა ბახმაროში, შალვა ცინცაძეს. რომლის თქმითაც, სახანძრო ადგილზე ჯერ არ მისულა.
“სახლი იწვის. ველოდებით სახანძრო-სამაშველო ბრიგადას”, _ გვითხრა ცინცაძემ.