https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სახე ლეიკოპლასტირით დამიფარეს, ლოყები თავის ადგილას „მიმაწებეს” და მინდორზე გავედი…“

9:03; 2.04.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თამაზ კოსტავა იმ ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც წინა საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში ქართველ გულშემატკივრებს დაუვიწყარი გამარჯვებები აჩუქა.

თამაზ კოსტავა კარიერის განმავლობაში ტრავმებმა დატანჯა. ამ მიზეზის გამო პროფესიული კარიერის დასრულება ნაადრევად, 28 წლის ასაკში მოუწია.

საკუთარ საფეხბურთო ბიოგრაფიას თამაზ კოსტავა თავად გაიხსენებს.

„29 თებერვალს დავიბადე და ამის გამო ხშირად მაშაყირებდნენ. დინამოელები ხომ საერთოდ, ოთხ წელიწადში ერთხელ მილოცავდნენ დაბადების დღეს, შენ ჯერ პატარა ხარო, მეხუმრებოდნენ.

ფეხბურთამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი. ერთხელაც ჩემი მეგობრები ბადრი ფარულავა და თენგიზ ხელაძე მოვიდნენ და მითხრეს, სკოლების პირველობაზე უნდა დაგვეხმარო, ხალხი გვაკლია, ნავარჯიშევი ხარ და გამოგვადგებიო. წავყევი და პირველივე შეხვედრაში 6 თუ 7 გოლი გავიტანე, ჩემპიონატზე კი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 40-მდე ბურთი შევაგდე. იმ პირველობის მიხედვით მოგვიანებით ქუთაისის ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც რესპუბლიკურ სპარტაკიადაზე იასპარეზა. ჩვენ ვახტანგ ერქომაიშვილი გვწვრთნიდა, ჩემთან ერთად კი იმ გუნდში რამაზ შენგელია, რევაზ ბურკაძე, გოგი გაბიჩვაძე და იური კვერნაძე თამაშობდნენ.

ქალაქის საფეხბურთო ჩემპიონატში კარგი თამაშის შემდეგ სპორტსკოლაში დავიწყე ვარჯიში კორნელი აბდალაძესთან, მალე კი კარლო ხურციძემ შემამჩნია და თავისთან, ქუთაისის „ტორპედოს” ახალგაზრდულ გუნდში მიხმო. თუ ვინ იყო ხურციძე, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ – ეს კაცი ქალაქის სიამაყე გახლდათ, ჩემი თაობის მართლა მაგარი ფეხბურთელების აღმზრდელი! ხურციძესთან გუნდში მე, შენგელია, სულაქველიძე, გაბიჩვაძე, ძმები კვერნაძეები და სხვა ნიჭიერი ბიჭები ვვარჯიშობდით. კარგი შემადგენლობა გვყავდა, არაერთი შეჯიბრი მოვიგეთ.

ბატონ კარლო ხურციძეზე ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. გაგრაში ვთამაშობდით შოთა იამანიძის სახელობის ტურნირში. ნახევარფინალში, თბილისის „დინამოსთან” პირველ ტაიმში ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი სკამზე დაგვსვა და სათადარიგოები შეუშვა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორეში კი ჩვენ შევედით მინდორზე და ისე ვითამაშეთ, თბილისელებმა ერთხელაც ვერ დაარტყეს კარში! თამაშის შემდეგ „დინამოს” მთავარი მწვრთნელი ბორის ჭელიძე მივიდა კარლოსთან, გადაეხვია და უთხრა: „გენიოსი რომ ხარ, კი ვიცი, მაგრამ ეშმაკიც თუ იყავი, ეს არ ვიცოდიო”! ძალიან კარგი კაცი იყო ბატონი კარლო…

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დონეცკში სიჭაბუკის თასზე გამოვდიოდით. ეს იყო 15-16 წლის ბიჭების ტურნირი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რუსებს ვხვდებოდით. 2:0-ს ვიგებდით, როცა კარისკენ წასულ ბურთს თავით შევუვარდი. ამ დროს თავდამსხმელმა სიდოროვმა ფეხი მოიქნია და… საშინელი დარტყმა ვიგრძენი, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანამდე მაინც ჩემით მივედი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ექიმებს ლამის გული წაუვიდათ. საავადმყოფოში მითხრეს, საოპერაციო ხარ, მაგრამ აქ ვერ გაგიკეთებთო და კომპრესები დამადეს. მეორე დილით სარკეში რომ ჩავიხედე, თქვენს მტერს, მე იქ დავინახე: სახე მთლიანად ჩაშავებული მქონდა, ლოყები დასიებული და ნიკაპამდე ჩამოკიდებული… ბიჭებს მადა ეკარგებოდათ მე რომ მხედავდნენ. სასტუმროდან ვერ გამოვდიოდი…

ორ დღეში ფინალში უნდა გვეთამაშა – ბელარუსის ნაკრებს ვხვდებოდით. ჩემი თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ ისე მინდოდა მოგება, ვითამაშებ-მეთქი, ვთქვი. ექიმებმა მთელი სახე ლეიკოპლასტირით დამიფარეს, ლოყები თავის ადგილას „მიმაწებეს” და მეც მინდორზე გავედი. მეტოქემ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ჩემი ფლანგი „დატვირთა”, მაგრამ არ შევშინებულვარ, თითოეულ ნახტომში ყველაფერს ვდებდი! საბოლოოდ ის ფინალი 2:0 მოვიგეთ, გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მე დამასახელეს!

1972 წელს ქუთაისის „ტორპედოში” მიხმეს. 16 წლის ვიყავი მაშინ. ჩემთან ერთად ცხონებული რამაზ შენგელიაც მიიწვიეს – ის ერთი წლით უმცროსი იყო ჩემზე. თავდაპირველად ორივე დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდით.

იმ წლებში „ტორპედოს” პირველ გუნდს ბლინკოვი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს და გიგა ნორაკიძე დააწინაურეს. სწორედ მაშინ შეიქმნა სამწლიანი გეგმა, რომელიც პირველ გუნდში ახალგაზრდების ეტაპობრივად დაწინაურებას ითვალისწინებდა. ბატონი გიგა ახალგაზრდებს ყოველთვის კარგი თვალით უყურებდა და ენდობოდა.

ძირითად შემადგენლობაში ერთი უცნაური ამბის შემდეგ მოვხვდი. ჩვენმა თანაგუნდელმა მურად ქუთათელაძემ გოგო მოიტაცა, ამ საქმეში კი 7 თანაგუნდელი დაეხმარა. ის გოგო გავლენიანი ოჯახის შვილი აღმოჩნდა და ბიჭებს დასაჭერად გაუხდათ საქმე. მათ არყოფნაში ჩვენ „დაგვაწინაურეს”. ასევ შედგა ჩემი დებიუტი დიდ ფეხბურთში.

თავდაპირველად ცენტრალური მცველი ვიყავი, შემდეგ კი ბატონმა გიგამ მითხრა, შეტევებში კარგად ერთვები, ფლანგზე მეტი სივრცეა, სწრაფი ხარ, იქ უფრო გამოგვადგებიო და მარჯვენა ფლანგზე გადამწია. „ტორპედოში” თითქმის ოთხი წელი ვითამაშე ამ პოზიციაზე, მერე კი თბილისიდან შემეხმიანნენ და მეც დედაქალაქში გადავედი.

„დინამოს” 1975 წელს სურდა ჩემი გადაბირება, მაგრამ არ ვიჩქარე, მაშინ ვფიქრობდი, რომ იმ შემადგენლობაში, რომელიც თბილისელებს ჰყავდათ, ვერ მოვხვდებოდი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა კი არ მსურდა. ნოდარ ახალკაცის მარჯვენა ხელი, ყოფილი ტორპედოელი სერგო კუტივაძე იყო ჩამოსული – მე, ოთარ გაბელიას და რამაზ შენგელიას ერთად გვიწვევდა. სამივემ ვიუარეთ, თუმცა, გავიდა ერთი წელი და ყველა ერთად წავედით თბილისში.

ვარჯიში არასდროს მითაკილია – რაც მე ქუთაისის ახლოს ტყეებში კროსები მირბენია, ვინ დათვლის? მიუხედავად ამისა, თბილისში გადასული მივხვდი, თუ რამხელა სხვაობა იყო პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის. „დინამოში” პირველი ვარჯიშის შემდეგ ცუდად გავხდი და მალე ქუთაისში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ მალე ნოდარ ახალკაცმა კაბინეტში გვიხმო ახალწვეულებს, ცალ-ცალკე გაგვესაუბრა და მეც აზრი ვიცვალე. იმ საუბრის შემდეგ გაათკეცებული ენერგიით ვვარჯიშობდი. მე და შენგელია დამატებით ერთი საათი ვრჩებოდით ბაზაზე და ნაკლის აღმოფხვრას ვცდილობდით. საბედნიეროდ, ამან მალევე გამოიღო ნაყოფი.

ახალკაცმა პირველ მატჩებში მარცხენა მცველად მათამაშა. პირდაპირ გეტყვით – ამ პოზიციაზე ვიტანჯებოდი. მეორე წრის დაწყებამდე, შეკრებაზე, მწვრთნელმა მითხრა, შენს პოზიციაზე გათამაშებ, ოღონდ თავი უნდა მომაწონოო. განახლდა ჩემპიონატი და საწყის სამ შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოვიჩინე, აი, მეოთხე მატჩში კი პირველ ტაიმში სამი საგოლე გადაცემა შევასრულე. და ამ დროს ახალკაცმა შემცვალა! ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ათასმა ეჭვმა გამკრა, მაგრამ როცა ფარსადანოვიჩმა მითხრა, ყოჩაღ, კარგიაო, დავმშვიდდი. ეგ კი არა, იმ შეხვედრის შემდეგ მწვრთნელმა ორი დღით დამასვენა.

„დინამოში” სადებიუტო წელს ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. ამბობდნენ ხოლმე, 1977-ში ჩემპიონობა წაგვართვესო, მაგრამ ახლა რთულია ამაზე საუბარი. პირადად მე მგონია, რომ გადამწყვეტ მატჩში მოსკოვის „ტორპედოსთან” არ გაგვიმართლა. ალბათ, შეგვეძლო მეტი, მაგრამ რაც არის, არის – წარსულს ვერ შეცვლი.

იმავე წელს პირველად ვითამაშე ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში – უეფას თასზე მილანის „ინტერთან” შეხვედრას ვგულისხმობ. იცით ეს რამხელა გამოცდილება იყო?! მე და რამაზი გუნდის დებიუტანტები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ახალკაცი მილანში მაინც გამოცდილებს ათამაშებდა. გავედით ქალაქში, ვსეირნობთ, არ ვნერვიულობთ იმაზე, ვითამაშებთ თუ არა. ჰოდა, უცბად, მატჩისწინა შეკრებაზე მწვრთნელმა მეტოქის ყველა ნაკლი თუ პლუსი აგვიხსნა და ბოლოს ძირითადი შემადგენლობაც გამოაცხადა – მე თამაშს ვიწყებდი! ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მატჩი ჩემს კარიერაში, თანაც, ვიგრძენი, რომ მწვრთნელს ჩემი სჯეროდა.

1978 წელს „დინამო” მეორედ გახდა საკავშირო ჩემპიონი. ეს ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი წარმატება იყო და მიხარია, რომ ამ გამარჯვებაში მეც მიმიძღვის გარკვეული წილი. იცით, იმ სეზონის თითქმის პირველი ნახევარი ტრავმის გამო გამიცდა. ვნერვიულობდი, მაგრამ საკუთარ თავს ვძლიე და მინდორზე დაბრუნება შევძელი. სეზონის მიწურულს ახალკაცმა მითხრა, თუ ასე გააგრძელებ, საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი მცველი გახდებიო.

საბჭოთა კავშირის პირველ გუნდში სულ სამჯერ ვითამაშე და სამივე შემთხვევაში იაპონიის წინააღმდეგ. იქ ერთ-ერთ მატჩში გოლიც შევაგდე – ეს იყო ჩემი მეორე და უკანასკნელი გოლი. პირველად დნეპროპეტროვსკის „დნეპრს” შევუგდე… ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი. კი, კლუბების ნაკრებებთან ხშირად მითამაშია, მაგრამ ეს არაოფიციალური საწვრთნელი თამაშები იყო.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებს იტალიაში, კოვერჩანოში ვახლდი საწვრთნელ შეკრებაზე. მაშინ ხუთი დინამოელი მოვხვდით გუნდში, მწვრთნელი კი ნიკიტა სიმონიანი იყო. იტალიის მეორე ნაკრებთან შეხვედრისას პირველი ტაიმის შემდეგ შემცვალეს, არადა კარგად ვითამაშე და მატჩის შემდეგ უმაღლესი შეფასება დამიწერეს. მახსოვს, ამ ცვლილების გამო გუნდის უფროსი ლევ იაშინი ძალიან მკაცრად ესაუბრა მწვრთნელებს.

1979 წლის სეზონიც უიღბლოდ დავიწყე: მეოთხე ტურში, ლენინგრადში „ზენიტის” წინააღმდეგ ფეხი მოვიტეხე. მასპინძელთა თავდამსხმელმა დავიდოვმა ერთ მომენტში ჩემი გაბითურება მოინდომა, ბურთი ერთ მხარეს გაიგდო, თავად კი მეორე მხრიდან მოინდომა გვერდის ავლა, თან უცბად ფეხი ტერფზე დამაბიჯა და… საშინელი ტკივილი ვიგრძენი, სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს! დაახლოებით 25-ჯერ გადამიღეს რენტგენი, კოჭიდან ჩაქცეულ სისხლს იქვე მიღებდნენ… საბოლოოდ, სახსარი თაბაშირში ჩამისვეს და თბილისში გამომიშვეს. აქ დაბრუნებულმა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გავაგრძელე მკურნალობა, რამდენიმე თვეში კი ექიმებმა ვარჯიშის უფლებაც მომცეს. მახსოვს, აკადემიკოსმა ღუდუშაურმა მითხრა, საკუთარ თავს უნდა აჯობო, თორემ სხვანაირად ფეხბურთს ვერ ითამაშებო. ტრავმის გამო ვერც სპარტაკიადის ფინალში ვიასპარეზე და თასის გადამწყვეტი შეხვედრაც გამიცდა. როცა ვარჯიში განვაახლე, ხანდახან ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, სიმწრისგან ვტიროდი, მაგრამ არ გავჩერდი, დატვირთვებს ვზრდიდი და ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ეს ბარიერიც დავძლიე – ტკივილი უკვალოდ გაქრა.

გუნდს ოქტომბერში დავუბრუნდი. ჩემპიონთა თასზე „ლივერპულთან” გასვლით შეხვედრაში არ მითამაშია, მაგრამ თბილისში იმ ლეგენდარულ შეხვედრაში მეც ვმონაწილეობდი. 1979 წლის შემოდგომა დაუვიწყარია ჩემთვის – „ლივერპულთან” და „ჰამბურგთან” თამაშებს მშვიდად ვერ ვიხსენებ!

„ჰამბურგი” ახალთახალ „მერსედესს” ჰგავდა – იმ გუნდი საათივით აწყობილი მექანიზმი იყო, ყველა ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის საქმეს. მანფრედ კალცის, კევინ კიგანის და ფელიქს მაგათის გარდა ჯიმი ჰარტვიგი დამამახსოვრდა, საყრდენი ნახევარმცველი იყო და კედელივით იდგა! „ჰამბურგთან” თბილისურ მატჩს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ხრუბეშის გოლი მახსენდება, დღესაც ვთვლი, რომ იმ გოლში მე ვარ მთავარი დამნაშავე – ჩვენს მცველებს შევატოვე…

1980 წელს, დონეცკის „შახტიორთან” საკავშირო თასის ფინალის წინ, საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა თბილისის „დინამო” თასების მფლობელთა თასზე გაუშვეს, „შახტიორი” კი უეფას თასზე, არადა, ფინალი ცოტა ადრე რომ გამართულიყო, ჩვენ, როგორც დამარცხებულები, უეფას თასზე გადავერთვებოდით, „შახტიორი” კი ჩვენს ნაცვლად ითამაშებდა თასების თასზე. ისე, ძალიან გაგვიმართლა: 1/16-ფინალში „დინამოს” საბერძნეთის „კასტორია” შეხვდა, „შახტიორს” კი „ბარსელონა”.

თასების თასის ტრიუმფამდე „დინამო” რამდენიმე წელი ემზადებოდა. ახლა არ გავიხსენებ იმ უამრავ თამაშს, რომელმაც ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა, მარტო ერთ მაგალითს გეტყვით: ჩვენი გუნდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო! მაგალითად, სეზონისწინა შეკრებებზე დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით: პირველად დილის 8 საათზე გავდიოდით მინდორზე, 12-ის ნახევარზე – მეორედ, საღამოს, დაახლოებით 5 საათისთვის კი მესამე და უკანასკნელი ვარჯიში გვეწყებოდა. ძირითად შემადგენლობაზე არც უნდა გეფიქრა, თუ დატვირთვას ვერ გაუძლებდი. არ მახსენდება მატჩი, რომელშიც მეტოქემ გამძლეობით გვაჯობა. სხვა საქმეა, რომ საფეხბურთო განათლებით ევროპელები საბჭოელებს ძალიან გვისწრებდნენ.

ხშირად მსმენია, რომ „კარლ ცაისი” არ იყო მაღალი დონის კლუბი, რადგან აღმოსავლეთ გერმანიიდან იყო. ასეთი საუბარი ძალიან სასაცილოა, ვინც ამას ამბობს, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი. იმ „კარლ ცაისში” გერმანიის დემოკრატიული ნაკრების 7 წევრი ირიცხებოდა და სწორედ იმ ბიჭებმა დაამარცხეს საბჭოთა კავშირი ერთი წლით ადრე, მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში. ფინალში ჩემს წინააღმდეგ ებერჰარდ ფოგელი იდგა, 38 წლის იყო მაშინ. მიუხედავად ასაკისა, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. გაბელიას კარში გატანილი გოლი გარკვეულწილად მისი დამსახურებაც იყო.

„დინამოდან” 1982 წელს, 26 წლისა წავედი, თუმცა ეს ნაბიჯი ვინმესთან კონფლიქტით არ იყო გამოწვეული. მაშინ ძირითადი შემადგენლობის არაერთი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ პირადად მე მხოლოდ იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ტრავმა მტანჯავდა. კრასნოდარის „ყუბანთან” შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გამიწყდა და ლამის შვიდი თვე ვმკურნალობდი, მწვანე მინდორს დაბრუნებული კი ტკივილებს ვერ ვუძლებდი. თითქმის ყველა სეზონში ტრავმა მქონდა, ფსიქოლოგიურადაც ვერ ვიყავი კარგად და… მიხედავად ამისა, კიდევ ორი წელი ვითამაშე ფეხბურთი – მშობლიურ „ტორპედოს” დავუბრუნდი. უკანასკნელად ქალაქ კემეროვოში ვითამაშე იქაური „კუზბასის” წინააღმდეგ. მახსოვს, ძალიან ციოდა, ჯვარედინი იოგები ისევ ვიტკინე და მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. 28 წლის ვიყავი მაშინ.

ფეხბურთიდან წასულმა გარკვეული დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე. ხომ იცით, „დინამო” ამ სამინისტროს კლუბად ითვლებოდა და დინამოელებს, ვისაც მუშაობა გვსურდა, მინისტრი, ბატონი შოთა გორგოძე ძალიან გვეხმარებოდა. მერე კომერციული საქმიანობა დავიწყე, 1990 წელს კი, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, ნოდარ ახალკაცმა თავისთან მიმიწვია. ჯერ საშეჯიბრო განყოფილების უფროსად დავინიშნე, შემდეგ კი სამსაჯო-საინსპექტორო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. მოგვიანებით მწვრთნელობა დავიწყე. 2005 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ლინიანოში ოლიმპიური ფესტივალი მოიგო. იმ გუნდში ჩემი აღზრდილები რევაზ თევდორაძე, მირზა ბჟალავა, რატი წინამძღვრიშვილი, გიორგი ელბაქიძე, გვაძაბია და ნიკოლეიშვილი თამაშობდნენ“.

თამაზ კოსტავა
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026

„ექიმი - ფსიქიატრი“

დაწუნებული ინტერვიუ

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო