სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ჩოხატაური მუნიციპალიტეტის სოფლებში _ გოგოლესუბანში, შუა ამაღლებაში, ამაღლებასა და ქვენობანში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას გააცნეს ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, მუნიციპალური სოციალური პაკეტებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამების, ასევე, შეღავათიანი აგროკრედიტის პირობების შესახებ. შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved