დღეს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.
ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე.
„ვფლობთ სრულად ინფორმაციას თუ რა რესურსი გაგვაჩნია და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. გურიაში სიტუაცია არის კონტროლირებადი და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტურად“, _ თქვა განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია დაესწრნენ.