სახელწოდება „ჰოლანდიამ“ ოფიციალურად თავისი არსებობა შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
2020 წლის 1-ლი იანვრიდან ნიდერლანდებში სახელწოდება „ჰოლანდიის“ გამოყენება შეწყდა. ქვეყნის იმიჯის შეცვლის მიზნით კერძო კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები, სკოლები და უნივერსიტეტები მხოლოდ ოფიციალურ სახელწოდებას _ ნიდერლანდებს გამოიყენებენ. რეფორმაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 200 ათასი ევრო დაიხარჯა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებს სახელწოდება „ჰოლანდიის“ გამოყენებაზე უარის თქმა სურს, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ „ჰოლანდია“ უცხოელ ტურისტებში ნარკოტიკებთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება.