ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია „გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ირკვევა, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში ერთი პირი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლეს, თუმცა ხანდაზმული მამაკაცი უკვე დაღუპული იყო.
ავტორი