“საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა
“ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. გამოვიყენე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი, დაახლოებით, ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ, ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება”, – ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას კი მოუწოდებს სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ამ ბრძოლაში ეს პირველი იარაღია:
“შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად ასე ვთქვათ, გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად.
დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს და ვნახოთ. მნისვნელოვანია დავიცვათ საგანგებო მდგოგომარეობა და თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.