“ქართული ოცნება“ არ არის ვინმეს საკუთრება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ხელისუფლებაში მოსული პარტია“, _ ამის შესახებ პორტალ ,,კვირას“ პრესკლუბში ,,ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გუნდის წევრებს შორის კონსულტაციების აუცილებლობაზე ისაუბრა.
,,ჩვენ საკმაოდ ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ჩვენი გადაკეთება ვინმემ შეძლოს, მაგრამ რაც შეეხება შეთანხმებას და თამაშის წესების დაცვას, ამაზე, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევთანხმდეთ და არავის უნდა ეგონოს, რომ ,,ქართული ოცნება“ არ არის ვინმეს საკუთრება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ძალა-უფლებაში მოსული პარტია და ყველა მის წევრს, არა მარტო დეპუტატს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.