ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა ქალი წევრების მიერ, ლიდერ ქალთა პროგრამის წარმატებით დასრულების, ინფორმაციით გახსნა.
_სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, _ დაიწყო მან.
_უსიამოვნო არ იყოს, სასიამოვნოს რა სჯობს, _ სასწრაფოდ შეაგება საკრებულოს წევრმა, ვასო ჩიგოგიძემ.
დავით დარჩიამ კოლეგა ქალბატონებს: ლელა საჯაიას, ხათუნა ცერცვაძესა და მაია ზოიძეს მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სერთიფიკატები გადასცა.