ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული საკრებულოს წევრი, “წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი სალომე ფაცაცია ამ წუთებში საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ის საკრებულოდან კუთვნილ ხელფასს არ იღებდა, რადგან ამ თანხას გაჭირვებულ ოჯახებს ახმარდა.
შეგახსენებთ, ავარია ზუგდიდში, გუშინ მოხდა _ სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი _ სალომე ფაცაცია მძიმედ დაშავდა.
ის რეანომობილით თბილისში გუშინვე გადაიყვანეს.