ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭო შეიქმნა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე უხელმძღვანელებს.
საბჭო 17 კაცისგან შედგება და როგორც მამალაძე ამბობს, მნიშვნელოვან პროექტებზე იმუშავებს:
“გენდერული საბჭოს წევრები საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, ქალი დეპუტატები, მერის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან”, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით გენდერული საბჭოს სამუშაო გეგმა ამ დღეებში შემუშავდება:
_ ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან პრიორიტეტულია. არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობს. ვაპირებთ მათთან აქტიურ თანამშრომლობას და პროექტების გაკეთებას, _ თქვა ზაალ მამალაძემ.