კვერცხი
მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მიირთმევთ კვერცხს, ის მაინც მდიდარი იქნება საკვები ქოლინით, რაც ცხიმის წვას უწყობს ხელს. გარდა ამისა კვერცხი პროტეინებითაა მდიდარია და საუზმედ მისი მირთმევა, დღის განმავლობაში ცხიმის დაწვისკენ იქნება მომართული.
პომიდორი
ცოცხალი თუ გამომშრალი, პომიდორი ანტიოქსიდანტ ბეტა კაროტინით მდიდარია. ეს ხელს უწყობს ცხიმის მარაგის შეამცირებს. თუ წელის არეში გსურს დაკლება და ვარჯიშს ვერ ახერხებ, მაშინ პომიდორი აუცილებლად დაგეხმარება!
ტკბილი კარტოფილი
თუ კარტოფილზე უარს ვერ ამბობ, მაშინ უმჯობესი იქნება ტკბილი კარტოფილი მიირთვა. ის ცნობილია როგორც „ნელი ნახშირწყალი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდხანს გაგყვება დანაყრების შეგრძნება. თანაც, ენერგიით აგავსებს.
ლობიო
ლობიო პროტეინებით მდიდარია. ის ამცირებს ცხიმის დონეს და გულის დაავადებებისგან იცავს. საუკეთესოდ აქრობს ცხიმს მუცლის არეზე და აჩქარებს მის დაწვას.
შავი შოკოლადი
შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი, რადგან ის ძალიან სასარგებლოა გულისთვის და ამცირებს დიაბეტის განვითარების ალბათობას. გაითვალისწინეთ, რომ შავ შოკოლადში კაკაოს შემცველობა 70% ან მეტი უნდა იყოს!
შვრია
საუზმეზე შვრიას არაფერი სჯობს! იდეალურად ანაყრებს და დღის განმავლობაში, კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ჩაი
რა თქმა უნდა, ყველას უყვარს ცხელი ჩაი ცივ ამინდში, თუმცა ასევე ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყარო. მწვანე და თეთრი ჩაი – დაიმახსოვრეთ, ისინი ყველაზე უკეთ ახერხებენ ცხიმის დაწვას!





































































