შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე დავტოვე პარტია, _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა TV პირველთან საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ის ნიკა მელიას გათავისუფლებას ელოდება და ამის შემდეგ გააკე\თებს ოფიციალურ განცხადებას.
“მე ველოდები, რომ ნიკა მელია უკვე გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება მიღებული, შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე დავტოვე პარტია”, _ თქვა სამადაშვილმა.