ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს.
„მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამიტომ, ვტოვებ კომიტეტს და მივმართავ ბიუროს. იმედია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მექნება საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და დარბაზიდან გავიდა.