სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხებს. ამის შესახებ იმპიჩმენტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული. სალომე ზურაბიშვილმა და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სასესიო დარბაზი დატოვეს, თუმცა ისინი პარლამენტის შენობაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობენ. დეპუტატებს ჯერ სიტყვით ირაკლი კობახიძემ მიმართა და ისევ გაიმეორა, რომ ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს პრეზიდენტობას, ამის შემდეგ ტრიბუნასთან სალომე ზურაბიშვილი დადგა, რომელმაც “ოცნების” მწვავე ბრალდებებს მწვავე განცხადებებითვე უპასუხა. შემდეგ კი მმართველი პარტიის დეპუტატებმა, ასევე “გირჩის” წევრებმა პრეზიდენტს სხვადასხვა შეკითხვები დაუსვეს.
სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. ისინი იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.