საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ „არჩევნები არ შედგა“
„რადგანაც არ შედგა არჩევნები, გაყალბდა და სერიოზულად გაყალბდა, რაც კარგად ვიცით. ვინც აყალბებდა, იმათმაც დაინახეს. არამხოლოდ იმ ადამიანებმა დაინახეს, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებენ, არამედ მმართველი პარტიის მხარდამჭერებმაც კარგად იციან, რომ გააყალბეს და ეს ტვირთი უნდა იტვირთონ ცხოვრების ბოლომდე.
როდესაც შენ ქვეყანას ღალატობ, ეს ძალიან დიდი ტვირთია. როდესაც ქვეყანაში ნდობა აღარ არის ამ არჩევნების შედეგის, ყველაფერი დანარჩენი რაც დემოკრატიულ სისტემაში მოყვება არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, ლეგიტიმური და კონსტიტუციური. შევდივართ ღრმა კრიზისში”, _ თქვა ზურაბიშვილმა.