საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ამ შეხვედრის ვიდეოკადრებს და ფოტოებს აქვეყნებს.
„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან.
ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას.
ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს.
ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, _ წერს სალომე ზურაბიშვილი.