“გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამთვიანი ვადა მისცა მმართველ პარტიას პირობების შესასრულებლად: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციიდან გაირიცხება.
ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მწარე, რადგან სწორედ ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველო შეუერთდა!“_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
































































