საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ეხმაურება.
პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ოჯახებს, რომელთაც ახლობლები დაკარგეს.
„მძიმე ამბებია ჰაიტიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.. ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები. ეს მძიმე დღეებია ჰაიტიელებისთვის. მე სოლიდარული ვარ მათ მიმართ და ვუსურვებ მათ გამძლეობას და სიძლიერეს”, _ წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.