მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი ხალხის სიმტკიცით აღფრთოვანებულია.
„მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.