საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა, სადაც შეკრებილი მოსახლეობა შობის დღესასწაულს უნდა შეხვდეს.
“ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმის, რომ ეს საზოგადოება არის დაუმარცხებელი.
40 დღე არაფერი არ არის და 80 დღეც არაფერი არ არის, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება.
მგონი, აქ ვინც არის შეკრებილი ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა. დღეს არის რწმენის დღე. რწმენა, რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, არ შეიძლება არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს.
ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებით ვარ. პარტნიორები მხარს გვიჭერენ და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის ის, რაც აქ ხდება, რუსთაველის გამზირზე. ეს არის მთავარი გამარჯვება. რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.