მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში X წერს.
„ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“, – წერს პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.
გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში