“გული მეტკინა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც დღესდღეობით დარჩენილი იყო, როგორც ჩვენ სამართლებრივ სისტემაში, ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ, გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან, უკვე ესეც აღარ არის”,_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვისას.
“ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლითაც მას უნდა რცხვენოდეს, ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა გარკვეულწილად უფრო საკუთარი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებაა იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე ასეთი დამახინჯებულია და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთი- პრეზიდენტი!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.