სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა.
უცნობია უკავშირდება თუ არა ზურაბიშვილის უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე საპრეზიდენტო არჩევნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა “გურია ნიუსთან” აღნიშნულის შესახებ არ ისაუბრა.
“პასუხს არ გაგცემთ, მე ყველას ერთად დაგიბარებთ, თქვენც არ იქნებით გამონაკლისი, სხვებისგან“, _ გვითხრა ზურაბიშვილმა.