დღეს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სალონური საღამო ფინჯან ჩაისთან ერთად გაიმართა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ჩაის მოპოვებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ისტორიები. ისაუბრეს ჩაის მრავალფეროვან და სამკურნალო თვისებებზე.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ძველი ფოტო-ალბომიც დაეთვალიერებინათ.
მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში გამართულ ღონისძიებას ბევრი საპატიო, პოეზიაზე შეყვარებული ხარაგაულელი დაესწრო.
მათ შორის გახლდათ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, რომელმაც სალონურ საღამოს ფინჯან ჩაისთან ერთად ლამაზი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს:
,,ძალიან კარგი ინიციატივა მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლისგან , სალონური საღამო , პოეზია და საუბრები სხვადასხვა არომატის ფინჯან ჩაისთან… მადლობა ორგანიზატორებს”.
ავტორი