“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს.
“თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალებების შემოთავაზების გარეშე, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობის ბლანკეტური გაუქმება არაგონივრულად და არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებს და აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.
„სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი/მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გამოიყენებს ყველა შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს”,_ აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.
































































