“სამარცხვინოა,როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება. არ საჭიროებს განმარტებას,მაგრამ მაინც… ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ჩამოვიდეს ლანჩხუთში, ნახოს ის 500 ბავშვი და მათი მშობლები, ჰკითხოს რა მიიღეს ერთი რიგითი მასწავლებლისგან. ნუ შეგშურდებათ ომში მყოფი ქვეყნის.მე ჩემი მოსწავლეებისთვისაც იმდენს ვაკეთებ, რამდენიც შემიძლია. რამდენიმე ათეული მოსწავლე სტიპენდიას იღებს 200 ლარის ოდენობით, უკვე 2 წელია. ჩამოდით და იკითხეთ იმ სოფლებში, სადაც მე ვმუშაობ. უკვე მეორე გემით ჩამოტანილი ტანსაცმელი და სხვადასხვა საჩუქარი დავურიგეთ ბავშვებს. მე ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ და არ შემიძლია ქვეყნის მასშტაბით ბევრი ბავშვის საჭიროებები დავაკმაყოფილო. ისე, ვისურვებდი, ამ კომენტარების ავტორები მაშინ მდგარიყვნენ ჩემ გვერდით,როცა მარტო ვეზიდებოდი ტვირთს ფოთის პორტში”,_ ამ სტატუსს სოციალურ ქსელში მასწავლებელი ლადო აფხაზავა ავრცელებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved